აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კულტურის მხარდაჭერასა და ახალ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში სტაჟირებით მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები.

„გრძელდება კულტურის მიზნობრივი მხარდაჭერა. ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა შევიმუშავეთ. ასევე, გავზარდეთ არსებული პროგრამების დაფინანსება. გაისად ბიუჯეტი იზრდება. ის 40%-ით მეტი იქნება ვიდრე 2022 წელს და 25 მლნ ლარზე  მეტს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი კულტურის მუშაკი არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე.

გამოვდივარ ინიციატივით და მინდა მოვუწოდო თითოეულ  მინისტრს და თითოეულ სამინისტროს, რომ დავნერგოთ სისტემური სტაჟირების პროგრამა. ძალიან მალე უნდა უზრუნველვყოთ შესაბამისი კონკურსების გამოცხადება, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები. 1-ლი იანვრიდან უნდა შევძლოთ ამ პროგრამის სრული დატვირთვით ამოქმედება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.