ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 წლამდე ასაკის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, პატარა გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც გახსნა ავტომობილის კარი და გზაზე გადაირბინა. გზაზე მიმავალი მანქანის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ბავშვს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
,,დაშავებული ჩვენს კლინიკაშია შემოყვანილი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ღია მოტეხილობები არ ფიქსირდება, ბავშვს უტარდება დამატებითი კომპიუტერული კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა.,, - განუცხადა ,,აიპრესს,, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.




