აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შესახებ ისაუბრა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, უნებართვო ობიექტების დემონტაჟი ერთი მხრივ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს აღნიშნულ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. 

 „ბულვარის კეთილმოწყობის მიზნით ინტენსიურად ხორციელდება უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი. ასევე, მიმდინარეობს ბულვარის  ახალი კონცეფციის შემუშავება და აქტიურად ვარ პროცესში ჩართული. ეს ყველაფერი ბულვარს თანამედროვე და მოწესრიგებულ სივრცედ აქცევს.  ბულვარის გარდა, უნებართვო ობიექტების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში და რეგიონშიც, მათ შორისაა  თვითნებურად აშენებული ღობეები, თვითნებურად განთავსებული ჯიხურები თუ კვების ობიექტები. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს პირველ რიგში ამ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, ხოლო მეორეს მხრივ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.