ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.
დააზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და სათბურები, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
ძლიერმა ქარმა წააქცია ელექტრო- გადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიწოდება.
დატბორილ სახლებში ეყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ასრულებენ.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს, ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხედ დააზარალა.