ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ და ქარმა სოფლები კაბალი, გურგენიანი და ბაისუბანი დააზიანა. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები. სანიაღვრე არხებმა კი უხვი ნალექი ვერ გაატარა, რის შედეგადაც რამდენიმე სახლის ეზო დაიტბორა,  მოგლეჯილია ხეები.