ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები.

ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.

☎️ ცხელი ხაზი:  577 601 304

შეგახსენებთ, გურიაში უხვი ნალექის გამო დაიტბორა სახლები, ზოგიერთ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ წუთებში ძებნა/შველის ღონისძიებები მიმდინარეობს, ბოლო ინფორმაციით ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი.