ჟურნალისტი ხათუნა შარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტიქიის ზონაში მყოფი ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ფოტოს აქვეყნებს.

„ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს სტიქიის ზონიდან მოზარდი გამოჰყავს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯუმათი“,- წერს ხათუნა შარაძე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში დაიტბორა სახლები და ჩამოიშალა მიწის მასები.