აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „სპორტული წარმატების სტრატეგია“.


ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას სპორტის სფეროში მომუშავე პირთათვის.
ფორუმის ფარგლებში განხორციელდა 3 პლენარული სესია, რომელშიც სამასამდე დელეგატი იყო ჩართული. სესიაში მონაწილეობდნენ სპეციალურად მოწვეული მომხსენებლები, რომელთაც წარადგინეს პრეზენტაციები სპორტის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და გენო პეტრიაშვილმა, ასევე უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ზაზა ჯიბლაძემ, მათ  გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
ფორუმის მონაწილეებს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიმართა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ ჩემპიონებს, მოსფლიო ჩემპიონებს, ევროპის ჩემპიონებს და წარმატებულ სპორტსმენებს საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის, აღნიშნა რომ ის სპორტული მიღწევები რაც აქვს ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყანას ნამვილად შთამბეჭდავია, და ის ადამიანები რომლებიც დღეს დარბაზში იმყოფებიან ახალგაზრდებისთვის მაგალითს წარმოადგენენ.