სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1617806459
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია. სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ი/მ "მურმან ტოგონიძე"ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614 , 486.00 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორნიგს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებს.