ქალაქ გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა საქართველოში მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონულ დონეზე ლაბორატორიების გაძლიერებასა და უსაფრთხო პროდუქტის მიღებისთვის საჭირო კვლევებს.
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ნინო დათუკიშვილმა და თეა აბრამიშვილმა, ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების გამოვლენისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ. ასევე სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი კვლევების გაცნობა, სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისათვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი, სტრუქტურების სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამასთანავე, უშუალო ინტერაქცია ადგილობრივ მომხმარებლებთან.
ქ. გურჯაანში გამართულ შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მერის მოადგილე ლევან ხაზიური, სოფლის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.