მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.

შემთხვევა გვიან ღამით სოფელ კურდღელაურში მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.