სოფელ დიმში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ ეტაპზე ასფალტის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები ჩიქვინიძეების საუბნო გზაზე.

სამუშაოებს  სამშენებლო კომპანია "მეკა" ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სოფელ დიმში მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ  კახა მსხვილიძესთან  ერთად გაეცნო.
აღნიშნული საგზაო პროექტი გარდამავალია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.