სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო აქტივობების ფარგლებში, ქალაქ სენაკში - ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერსა და იმ ლოკაციებზე, სადაც მოსახლეობა სტიქიისგან განსაკუთრებით დაზარალდა, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მერიის სამსახურების, საკრებულოს, მუნიციპალური აიპ-ებისა და შპს-ების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, უშუალოდ იყო ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. სენაკში, სტიქიის შედეგად დაბინძურებული ლოკაციები, სანიაღვრე არხები და საცხოვრებელი სახლები, კიდევ ერთხელ გაიწმინდა დატბორვის შედეგად დარჩენილი ნატანი მასალისგან. აქციით, ქალაქისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.