,,მადლობა, ბიჭებს, მათ მწვრთნელს, შოთა კუჭავას - მათ ისტორია დაწერეს!" - ამ სიტყვით ეხმიანება სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდის ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიდ გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას.
,,გილოცავთ! პირველად, თავისი არსებობისა და ჩვენი ქალაქის სპორტის ისტორიაში, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
მადლობა, ბიჭებს, მათ მწვრთნელს, შოთა კუჭავას - მათ ისტორია დაწერეს.
წინ - არაერთი გამარჯვება გველოდება! " - ნათქვამია სენაკის მერის მილოცვაში.




