26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით- გასართობ აქტივობას სთავაზობს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო რამდენიმე თემატიკით არის წარმოდგენილი - შემეცნებითი, გასართობი, კულტურული და საგამოფენო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ; წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი გამორჩეულია ბუნებრივი მრავალფეროვნებით, რამაც განაპირობა დაცული ტერიტორიების სიმრავლე, მათ შორისაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები და ერუშეთის ეროვნული პარკი.


მთელი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები იმართება; გამოფენილია ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

ქალაქ ახალციხეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან და ქალაქ ახალციხის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან ერთად ესწრება. 


„დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელით, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებების, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის დღე – ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლო. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ გვაქვს ამბიცია მსოფლიოს ჩვენი
სახელი ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი მრავალხმიანობით, უძველესი ტრადიციებითა და უნიკალური ბუნებით. გულითადად ვულოცავ ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი საქმიანობით ქმნის საქართველოს დღევანდელობას და მომავალს.“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.


17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიებები გალაკონცეტით დასრულდება.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო წარმოდგენილია ქ.ქუთაისი, ქ.თელავსა და ქ.ახალციხეში.