სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და საკრებულოს წევრ, ირაკლი მელაშვილთან ერთად, სამტრედიის  მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მერთან შეხვედრას სამტრედიაში მოქმედი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


დავით ბახტაძე -,, ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ მასმედიის წარმომადგენლებს!  განსაკუთრებით ვულოცავ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ჟურნალისტებს. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარებისთვის და  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ამ რთულ და საინტერესო გზაზე!