2024 წლის პირველი თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.
დავით ბახტაძემ კონკრეტულად განიხილა ყველა მიმდინარე პროექტი.
,,ჩვენი თითოეული დაგეგმილი სამუშაო მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული, ამიტომაც მათი შესრულების დრო და ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ყველა შემსრულებელ ორგანიზაციას, მაქსიმალურად დაიცვან მოთხოვნები, რათა ჩვენი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები გავაუმჯობესოთ” განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
დღევანდელ თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებებიც დაანონსდა.
მერმა ტერიტორიულ ორგანოებში წარმომადგენლებს სამომავლოდ სოფლებში შეხვედრების ორგანიზებისკენ და დასახლებებში პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა.