სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ძლიერმა ქარმა 1100-მდე საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის.
დარჩენილ სოფლებს კი ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება. მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და მიმდინარეობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაზე.
შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.