ქალაქში დილიდან წვიმს. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და გზის სავალი ნაწილი, მათ შორის ცენტრალურ ქუჩებზე. 

გარდა ამისა, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა. წვიმის შედეგად დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი. ზარალის ლიკვიდაციის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახურები.