ხანძარი თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობას გაუჩნდა, რომელშიც საქართველოს ფოსტაა განთავსებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,აიპრესს" განუცხადეს, ცეცხლი მე-2 სართულზე განჩნდა, რომელიც უფუნქციოა. ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.