წელს პირველად, ტრადიციული ნობათის ნაცვლად, მოქალაქეებმა  სააღდგომოდ 100 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.  ვაუჩერის გამოყენება 1 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი და შესაძენ პროდუქციას ბენეფიციარები თავად შეარჩევენ. 

ქუთაისის მერიამ ვაუჩერები  3850 ადამიანს გადასცა.  


ვაუჩერები გადაეცა  ქუთაისში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც.