ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქუთასის ქუჩაზე სანიაღვრე არხის და გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 257 737 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები ვიცე მერმა, გიორგი ჯუღელმა დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გზის ზედაპირზე ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა ქვაფენილი ფეხით მოსიარულეთათვის. ქუთაისის ქუჩა ქალაქისთვის ერთ - ერთ საკვანძო მაგისტრალს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. გზის მოწყობის სამუშაოებს შპს "ბორანი" აწარმოებს.