ქალაქ ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) .
ტენდერი ცხადდება პროექტის " ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.
გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად (MEPA) , წამოიწყო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის დაბალემისიიან განვითარებას - ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.