ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება. ღონისძიება არის ფოთში, ზაფხულის სეზონის კულმინაცია.

30 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი რეგიონი, ბენდი ერთი მეოთხედი და ლინდა ადამია. 

 

ასევე, 30 აგვისტოს, 19:00 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება - ზაფხულის თამაშები 2024-ის ტურნირებში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეების დაჯილდოება.

 

31 აგვისტოს კი პირველად ფოთში გაიმართება გრანდიოზული სპორტული ღონისძება MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრი. დღის ბოლოს კი გაიმართება: რეპერების ტაჰას და ბანის კონცერტი. ორდღიან ზღვისპირა საღამოს დაასრულებს DJ Leon Twin-ის შოუ. 

 

ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიება იმართება კერძო სექტორის თანასპონსორობითა და  ფინანსური მხარდაჭერით. ზაფხულის საღამოების თანასპონსორები არიან:კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი" და ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო. ხოლო, ღონისძიების  მხარდამჭერები გახლავთ ლოჯისტიკური კომპანიები:  ,,ლოჯისტექსი“,  „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი“, ,,კავტრექს ფოთი“,  ,,ექსპრეს ტრანს შიფმენთი", „ კაისა 2“.