პროექტის დასასრულს ტანას ხეობაში, ბოშურში მოეწყო 4 დღიანი „ფოტო - ბანაკი“.
პროექტის მონაწილეებმა იმუშავეს ინდივიდუალურ ფოტო პროექტის იდეებზე, მოეწყო ფირის ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლაშქრობები ლევიტანას ტბასა და ბიისის ჩანჩქერზე.
ახალგაზრდებმა გადაიღეს ფოტოები საკუთარი პროექტებისთვის და შექმნეს ხელნაკეთი ფოტო წიგნები. პროექტ “Art House 20 24”-ის ფარგლებში ახალგაზრდებმა ფოტოგრაფიის საფუძვლები შეისწავლეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. პროექტი “ART HOUSE 20 24” გორელ ფოტოგრაფთა კლუბისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება. გარდა ფოტოგრაფიის კურსისა ხორციელდება და წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები, როგორებიცაა გამოფენების მოწყობა და დოკუმენტური ფილმების სერიის „ცოცხალი ისტორიების“ მომზადება.