ოზურგეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსების სახურავებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება, მოეწყობა საკანალიზაციო სისტემები - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

ოზურგეთის მერის თქმით, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარებს საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაობზე, შემდეგ ლოკაციებზე: ჟღენტის ქუჩაზე  და სოფ. მერიაში მდებარე  სოციალური საცხოვრისები;  ქ. ოზურგეთში გრიბოედოვის ქ N25, N27, N31, თ. ხვედელიძის ქუჩაზე,  აღმაშენებლის N155; თენიეშვილის N12,  კოსტავას ქ N2 და N4-ში; მალაზონიას N6, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები.

 

საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება სტიქიისშედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, შემდეგ ლოკაციებზე:  მერაბ კოსტავას ქ N129, კიტა მეგრელაძის N8, დაბა ნარუჯასა და ნასაკირალში, მეცნიერების ქ N37 შენობაზე თუნუქის აკვრისა და გამაგრების სამუშაოები.

 

ასევე, დაიწყება ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები შემდეგ სოფლებში: გურიანთაში მდინარე სკურდუმზე დაზიანებული 2 ერთეული ხიდის რეაბილიტაცია; მშვიდობაური - მაღალი ეწერის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია. საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს: ნატანებში ე.წ. ჯაფარაულა-ახალშენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის; ბაილეთი - ჭანიეთური - კონჭკათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის; ნასაკირალის უღელტეხილიდან ნასაკირალის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის. რაც ნიშნავს, რომ მალე მზად ვიქნებით, დაფინანსების მიღებისთანავე დავიწყოთ შესყიდვა და ამ მიმართულებებზე გზების მოწყობის სამუშაოები,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.