,,სოფელ ორმეთში მცხოვრები დიალიზზე მყოფი მოქალაქე, სამაშველო სამსახურის დახმარებით უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ, სადაც სამედიცინო მომსახურებას შეუფერხებლად მიიღებს,” - ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 3 ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

ძლიერი წვიმის გამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ამოქმედდა ცხელი ხაზი.

ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაგვიკავშირდეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე. ცხელი ხაზის ნომრებია: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: 551 38 38 05 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 577 601 304 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: 599058700