საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ოზურგეთის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავი აღინიშნება.

ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე, ანიმატორები; კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა,  ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმყოფებიან.

🎶 🎆 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. მსმენელის წინაშე  წარდგებიან გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი.“

#ესდღეჩვენია
#თავისუფლებისსიყვარულით
#26მაისი
#ოზურგეთი