საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება, ოპოზიციონერი დეპუტატის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებას მოჰყვა.
მისი თქმით, დაბა ურეკში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია, რის გამოც ყოველი წვიმის დროს ქუჩები და სახლები იტბორება.
მან მოუწოდა უმრავლესობას დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდეს, რადგან ადგილობრივებს ტურისტულ სეზონზე პრობლემები არ შეექმნათ.
უმრავლესობამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში და პროვაკაციებში დაადანაშაულა.