მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.



სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

„ ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის - საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჯამში ამ პროექტებისთვის 1 103 000 ლარი დაიხარჯება. აქედან ნახევარს იაპონიის მთავრობა, ხოლო, ნახევარს ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და იაპონიის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.