ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.

 ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები სოფელ მაგუიჯრასთან, ციტრუსების პლანტაციებთან იყო.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ხეებზე გადავიდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი შეკავება შეძლეს.