მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურუს მთის ფერდობს უკიდია.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხარეს, წაჩხურუს მთის ფერდობზეა, რომელსაც სავარაუდოდ მალე ჩააქრობენ“, – განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ.

მისივე თქმით, ხანძარი არ არის მოსახლეობის სიახლოვეს და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.