ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ,,თევზის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა, გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადებისა და ასევე, სპინინგით თევზჭერის მასტერკლასს.
ღონისძიება ბენდ „mix2ra“-ს კონცერტით დასრულდა.