ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს, მიზეზად მდინარე კაბალის ხევზე ჯებირების მოწყობა სახელდება. 


 
ადგილობროვების თქმით, უხვი ნალექის შედეგად  მდინარე ხშირად დიდდება და მოსახლეობის კუთვნილ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ტბორავს. 

“ყოველ უამინდობაზე მდინარე მიწებს გვტაცებს. სახლებს აზიანებს და დიდ ზარალს გვაყენებს. სარწყავი სისტემა სულ დაანგრია,, - ამბობენ ადგილობრივები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია პრობლემის შესახებ და მისი ეტაპობრივი მოგვარება მიმდინარეობს.

ცნობისათვის, გადაუღებელი წვიმების შედეგად, რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა  მდინარე კაბალმა კალაპოტი და ნაპირსამაგრი გაბიონი დააზიანა. 
უხვმა ნალექმა, სოფელ ჭიურში,  რამოდენიმე მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთიც დატბორა. 
სპეცტექნიკის გამოყენებით  ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.