შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გატაცებული გოგოს ნათესავების თქმით, რომლებიც ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცმა გოგო მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა, გოგონას გათავისუფლებას კი ბებია ცცილობდა, რის შედეგადაც ორივე მათგანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციითვე, მანქანის სერია, ნომერი და სხვა დამატებითი დეტალები სამართალდამცველებს უკვე მიაწოდეს.
გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.