კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად ქართველი სამხედრო მფრინავი 56 წლის ზვიად ბექაური დაიღუპა. ავიაკატასტროფა 17 ივნისს მოხდა. ის 28 ივლისს სამხედრო პატივით ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში დაკრძალეს.
ზვიად ბექაური აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ვეტერანია. ბექაური ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკი იყო. ქართველ სამხედრო მფრინავს არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული. მათ შორის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, მედლები სამხედრო სამსახურისთვის და მხედრული მამაცობისათვის. ზვიად ბექაური წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - საავიაციო ბრიგადაში - სუ-25 თვითმფრინავის მფრინავად. 2014 -2016 წლებში იყო ბრიგადის მეთაური. ბოლო წლებში მსახურობდა აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში




