ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ვაშლოვანის, თეთრობის, დიდაჭარის, ზორტიყელის, ზედა და ქვედა ყორანაიაილის მთებში ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის მიზნით სამუშაოებს ახორციელებს.



პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც შიდა ქსელის, ასევე 10კვ-იანი ხაზის მოწყობა.

2023 წელს, აღნიშნული მიმართულებით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 311 632 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს, ვაშლოვანის მთაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საჭოში, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.