ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარბენი და ველო ბილიკები, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, იქნება განათება.


„სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება და საბოლოოდ, ტყე-პარკი კვლავ გადაიქცევა ხაშურელებისთვის საყვარელ ადგილად, ზემო სერის ტყე-პარკი, საშუალებას მოგვცემს დავკავდეთ როგორც სპორტული ცხოვრებით, ასევე, სრულფასოვნად დავისვენოთ.“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებდნენ მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი, მათი განმარტებით, ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული საგრანტო თანხით ხორციელდება და ღირებულება803 897 ლარს შეადგენს.