ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს. 

სკვერი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, განთავსდება დასასვენებელი სკამები, განათებები, დამონტაჟდება სანაგვე ურნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე სივრცეების მოწყობას, კერძოდ, დაირგვება მსხვილ ფოთოლა ნეკერჩხალი, ირმის რქა, ბურთის ფორმის ფოტინია. გარდა ამისა, მოეწყობა ფანჩატური და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. 


"მშენებარე სკვერის მიმდებარედ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მინი სტადიონის მოწყობა. საერთო ჯამში, შეიქმნება სივრცე, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. გვინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცეები მოვაწყოთ," აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 
ფარნავაზის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 259 457 ლარს შეადგენს.