ქალაქ ხაშურში თავდადებულის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

„სახლი ბორჯომისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს და ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მსგავსი ტიპის შენობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების პირობების გაუმჯობესების, ისე ქალაქის იერსახის გალამაზების მიზნით.

„განახლებული რეგიონების ფარგლებში“ ქალაქის ცენტრში არსებული შენობების ფასადები უკვე მოპირკეთდა და ვფიქრობ, ბევრად უფრო ლამაზია ხაშური. ამჯერად,  ასეთი ტიპის საცხოვრებლებზე ადგილობრივი ძალებით ვზრუნავთ“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა
პროექტის ფარგლებში, იღებება ფასადი, იცვლება ფანჯრები და სახურავი.


სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 105 846 ლარს შეადგენს.
.