ხაშურის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრები გამართა.

ცენტრის ექსპერტი მაია კუპრავა-შერვაშიძე საკრებულოს წევრ ქალებს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდა და ქალებთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებები გააცნო. დაიგეგმა სამომავლო ინტერვენციები. 


ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ალექსანდრე სვანიშვილმა შეხვედრა გამართა კი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის წევრებთან. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს საქართველოს მუნიციპალიტეტებში დანერგილი კარგი პრაქტიკები და იმსჯელეს იმ საექსპერტო თუ სარესურსო დახმარებაზე, რაც შეიძლება ქალთა საინფორმაციო ცენტრმა უწყებათაშორის კომისიას აღმოუჩინოს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მაკა დიდებულიძე, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
შეხვედრებმა დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.