დღეს, 18 დეკემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ ხაშურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი უძღვებოდა. 


ბიუჯეტის პროექტი მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან, ლელა მაჭარაშვილთან ერთად წარმოადგინა.
2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით, 3 701 100 ლარით გაიზარდა და 34 001 700 ლარს შეადგენს. 18%-ით იზრდება გადასახდელები, აქედან 41% ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის.
გაზრდილია სოციალური პროგრამების მოცულობა, კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სამედიცინო დახმარების პროგრამა. 
მუხლობრივი განხილვის შემდეგ საკრებულომ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.