ხაშურის მუნიციპალიტეტში  2023 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასრულდა. 

პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, სოფლის კრებები და კონსულტაციები დაბა სურამსა და მუნიციპალიტეტის 76 სოფელში ჩატარდა. შეხვედრებს ესწრებოდნენ  და ადგილობრივების მოსაზრებებს პირადად ისმენდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი.
განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდეა. პროგრამის განსახორციელებლად, ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის 904 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.