სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის 2 სასწავლო კორპუსის, სპორტული დარბაზის და ეზოს სრული რეაბილიტაცია, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება.
პარალელურად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.
პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება საფრთხოების სისტემებით.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ახალი სასწავლო წლიდან განახლდება.