ამის შესახებ ინფორმაციას Tengrinews ავრცელებს.

24 სექტემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების საწვრთნელი წვრთნების დროს, კასპიის ზღვის სანაპიროზე, მანგისთაუს რეგიონში, მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების გამო, ზღვამ სამხედრო მოსამსახურეები გაიტაცა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია  ცხრამეტიდან თორმეტი სამხედრო მოსამსახურე, სამი გადარჩენილია, მათ შორის ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს. 

წყარო: Tengrinews

მოამზადა რაულ კაპანაძემ