საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ დროისთვის დაწინაურებულია მეორე და მესამე - ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთები, თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეგმის შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულება. არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოების ტემპი კონტრაქტორების მხრიდან და რაზეც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ეს სრულიად შესაძლებელი იქნება“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.