ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. 

 მღებრიშვილის ინფორმაციით ამ დრომდე ეძებენ ხუთ ადამიანს. მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა ერთი ადამიანი. სტიქიის ადგილზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.