IDFI: ყველა სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის ავტომობილი უსასყიდლოდ არის გადაცემული

1559635338
ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული, - აღნიშნულია IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.
ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია Toyota Landcruiser-ის მოდელის ავტომობილი. მათ შორის, ყველაზე ახალი, 2016 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser Prado განპიროვნებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორზე, რომელიც ჩანაცვლების წესით შესყიდულია 2017 წელს.
დღეის მდგომარეობით, მისი ნარჩენი ღირებულება შეადგენს 90,404 ლარს. სახელმწიფო გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული. მაგალითად, 2014 წელს, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას გარდაბნის საკრებულოდან 5 წლის ვადით თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ გადაეცა 2013 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser Prado. ასევე, შიდა ქართლის გუბერნატორი სარგებლობს გორის მერიის კუთვნილი ავტომობილით Toyota Landcruiser LC-200, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სარგებლობს მათთვის დროებით სარგებლობაში გადმოცემული
Mersedes-Benz G500 მოდელის ავტომობილით. 2012 წელს იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაეცა 89,688 ლარის ღირებულების Toyota Landcruiser LC-200, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას - 101,500 ლარის ღირებულების Toyota Landcruiser LC-150, რომლებიც ასევე განპიროვნებულია გუბერნატორებზე.
სახელმწიფო გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების მსგავსად, ადმინისტრაციის სხვა ავტომობილების 73%-ის შემთხვევაში, ეს ავტომობილები არ ყოფილა შეძენილი ადმინისტრაციების ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი
უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ.
გუბერნატორების ადმინისტრაციებში არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს ავტოპარკის გამჭვირვალე განკარგვის პროცესს, რაც უმთავრესად განპირობებულია გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის ძვირადღირებული
ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ბუნდოვანი წინაპირობებით.
სახელმწიფო უწყებებისათვის უსასყიდლოდ ან თხოვებით ავტომობილების გადაცემასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ასევე საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში.
თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების "სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ" რეგულირების მიღმა არის დარჩენილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის მსგავსი სახით გადაცემული ავტომობილები. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ასეთი საკითხების მოწესრიგება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობდა მთლიანად სახელმწიფო სექტორში პრაქტიკის შეცვლას, რაც ასევე აისახებოდა სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციების ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე, რომელთა 73% გადმოცემულია უსასყიდლოდ, ხოლო 49% ბალანსზე აყვანილია 2014 წლის შემდეგ.