დღეს, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მერის მოადგილე ლერი გელენავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსვლელობა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ნონეშვილის, რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩები მოიცვა.
ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი "გურჯაანი" და ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ცერული", "მანდილი" და "გურჯაანი" მონაწილეობდნენ.
ეროვნული სამოსის დღე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.