მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე  ძლიერი ქარის გამო საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის აღდგენა ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, ქარის ჩადგომისთანავე ნაძვის ხეს აღადგენენ.

შეგახსენებთ, ფოთის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ძლიერი ქარია. ქარმა საცხოვრებელი სახლების , ერთ-ერთი საჯარო სკოლის, საჯარო დაწესებულებების  და მრავალსართულიანი ბინების სახურავი დააზიანა. მოგლეჯილია ხეები, წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძები.